LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო აბესაძის ქორწილი ციხეში: „შემოდის სოციალური მუშაკი და მეუბნება, ცოლი მოგყავსო… დეამ მომიყვანა ქმრად, ფაქტობრივად…“

3663
oto-abesadze

ეკონომისტი ოთო აბესაძე, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას დააკავეს და მან ციხეში ორ წელიწადნახევარი გაატარა, თავისი სიყვარულის ამბავს თათია შარანგიას გადაცემაში ჰყვება და ამბობს:

„დეას მივწერე, მემუქრება მინიმუმ ექვსი წელი, ჯოჯოხეთში ვარ, ხარ 24 წლის ახალგაზრდა ლამაზი გოგო და მოდი, მიხედე ცხოვრებას-მეთქი. ძნელია, ვერ დაავალდებულებ ვერავის… მჯერა, არ მჯერა, ერთია, მაგრამ არავინ არის ვალდებული არავისთან, რომ რამე გაუკეთოს. ამ წერილის მიწერის შემდეგ შემოდის სოციალური მუშაკი ციხეში და მეუბნება, ცოლი მოგყავსო. ფაქტობრივად, დეამ მომიყვანა ქმრად. თვითონ გააკეთა განაცხადი, გადაიხადა ფული რეესტრში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამხდარიყო ჩემი ცოლი. ზუსტად შვიდი წამი შეგვახვედრეს ერთმანეთს… ხელი მოვაწერეთ. დეამ იკითხა, რომ ჩავეხუტო, შეიძლებაო? კატეგორიულად არ შეიძლებოდა, მაგრამ დაუშვეს… მაგრად ჩამეხუტა. ხუთი ადამიანი ექაჩებოდა დეას, აქედან – მე და გაგვგლიჯეს რაღაცნაირად… მე ჩემს საკანში დამაბრუნეს… ეს გააკეთა ამ გოგომ, რომელიც ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში ჩამომყვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები