დიდი ხნის საცეკვაო პარტნიორები, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ბარსელონაში ისვენებენ. ესპანეთში გადაღებული ფოტოები ოთომ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბოლო დროს მედიაში დაწერეს, რომ ოთო და ჯულიანა შეყვარებულები არიან. ისინი დიდი ხანია, მეგობრობენ და ერთად ცეკვავენ, როგორც წყვილი, მაგრამ აქამდე მათ უფრო ახლო ურთიერთობ აზე ჭორები არ გავრცელებულა.
ჯულიანას სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ სწორედ ოთოსთან ერთად გადაღებული სურათი უდევს.
ოთო ფოლადაშვილს დავუკავშირდით იმის გასაგებად, რამე რომანტიკული ხომ არ ხდება მათ შორის, თუმცა მოცეკვავეს პირად ცხოვრებაზე ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჯულიანასთან ერთად ისვენებს.