„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც ანსამბლს ოცწლიანია რსებობის განმავლობაში ჰქონდა და აღნიშნავს, რომ გამოიარეს როგორც ტკბილი, ასე მწარე პერიოდებიც:
„იქიდან გამომდინარე, რომ ოთხივეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი გვაქვს, ჩვენს რეპეტიციაზე დასწრება უცხო თვალისთვის ძალიან უცნაური იქნება. მუდმივად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბოლოოდ შეთანხმებამდე მივდივართ და მაღალი ხარისხის პროდუქტი გამოგვდის. ეს ყველაფერი ღირს ამად. ძალიან ბევრი დაბრკოლება გვქონდა, ბევრი პრობლემა იყო, დაშლასაც ვაპირებდით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი კვარტეტი მაინც შევინარჩუნეთ, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და კომპრომისების ხარჯზე დღემდე ვარსებობთ. გვინდა, ცოტა ხანში საიუბილეო კონცერტი გავაკეთოთ ფილარმონიაში და ამით დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მსმენელს…“
ვიდეო: „თეატრალურის კვარტეტის“ ემოციური შესრულება – სიმღერა დედაზე