„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, უფრო მეტად კარიერისტია თუ მეოჯახე.
– კარიერა და ოჯახი – რომელს რა ადგილი უჭირავს?
– უფრო მეოჯახე ტიპი ვარ, ვიდრე კარიერისტი. არ შემიძლია, კარიერის გამო მოვიკლო შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა. ჩემი პროფესია მიყვარს, მაქსიმალისტი ვარ და საქმის ნახევრად გაკეთება არ შემიძლია. ისეც მომხდარა, რომ პროფესიის გამო, ოჯახისთვისაც მომიკლია ყურადღება, მაგრამ ეს არ არის მუდმივი ხასიათის. ძირითადად, ვცდილობ, რომ ოჯახს არაფრის გამო არ მოვაკლო ყურადღება. არცერთი კარიერა და საქმე, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, არ ღირს ოჯახის ფასად. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია.