LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Outlandish საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

144
Outlandish-საქართველოში-ორ-კონცერტს-გამართავს

მალე, საქართველოში, Outlandish-ის ორი კონცერტი გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ დანიური ჰიპ ჰოპ დუო – ვაკაზ ალი ქადრისა და ლენი მარტინესის შემადგენლობით, რუსთავსა და ბათუმში იმღერებს.

პირველი პერფორმანსით დუეტს 5 ივლისს, Რუსთავის ცენტრალურ პარკში, Oxygen Fest Space Rustavi 2024-ზე მოვუსმენთ.

7 ივლისს, ტანდემი შავიზღვისპირეთში გადაინაცვლებს და Mono Hall ბათუმში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარდგება.

ცნობისთვის, Outlandish-ის მუსიკალური კარიერა, 1997 წლიდან იწყება. 2017 წელს, თავდაპირველი ტრიოს – ისამ ბაჩირის, ვაკაზ ალი ქადრისა და ლენი მარტინესის გზები გაიყარა და სამეული დაიშალა. სოლო კარიერაზე ორიენტირების მიუხედავად, 2019 წელს, ამ ორმა უკანასკნელმა Outlandish აღადგინა და დღემდე, კონცერტებს დუოს სახით მართავს. Outlandish-მა პოპულარობა, ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიტებით: Callin’ U, Aicha და სხვა სიმღერებით მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები