LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯეი ლოს იტალიური ვოიაჟით უკმაყოფილო ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭედს იხსნის

12297
page

ჯეი ლო კვლავ იტალიაში, ამალფიზე ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს და ინსაიდერების ცნობით, განწყობასაც არ უჩივის.

აი ასეთია ჯეი ლო ბენ აფლეკის გარეშე – 54 წლის არტისტის სოლო მოგზაურობა გრძელდება

ამ დროს კი მედია გაფაციცებით ადევნებს თვალს მისი მეუღლის, ბენ აფლეკის ცხოვრებას. და აი, 51 წლის მსახიობი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ის თავის უფროს ქალიშვილს, ვაიოლეტს შეხვდა, შემდეგ კი მასთან ერთად სავახშმოდ გაემართა.

ამ დღეს ბენი ჩვეულ განწყობაზე იყო და უკმაყოფილო სახით მიემართებოდა ქუჩაში. მას ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და კუბოკრული პერანგი ეცვა.

საზოგადოებას არ გამორჩენია ყველაზე მნიშვნელოვან რამ, ბენ აფლეკს აღარ ეკეთა ქორწინების ბეჭედი.

სანამ ჯეი ლომ მეუღლის გარეშე ფრთები გაშალა, ბენ აფლეკის მრისხანება ლოს-ანჯელესს დაატყდა

„ჩემი მუდამ უკმაყოფილო სახე? რა გასაკვირია…“ – ბენ აფლეკის ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები