ლეგენდარული ჯგუფის „ბლექსაბათის“ ყოფილი ფრონტმენი, ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი და სკანდალური ამერიკელი არტისტი, მხატვარი და მომღერალი, მერილინ მენსონი 2020 წელს ერთობლივ ტურნეს გამართავენ. პირველი კონცერტი 27 მაისს ატლანტაში გაიმართება, ტურნე კი 31 ივლისს, ლას ვეგასში დასრულდება.
„ოზისთან ერთად ტურნეში ბევრჯერ ვყოფილვარ, ჩვენს კონცერტებს აუცილებლად უნდა დაესწროთ“ – განაცხადა მენსონმა.
შეგახსენებთ, ოზი ოსბორნი გამოსამშვიდობებელ ტურნეს No More Tours II ატარებს, სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ის ევროპულ ნაწილს ცნობილ ბრიტანულ კოლექტივთან, Judas Priest-თან ერთად გამართავს.
ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წელს გამოვა (ვიდეო)
Ultimate Classic Rock - ის ინფორმაციით, ბლექსაბათის ყოფილი ფრონტმენის, ლეგენდარული მუსიკოსის, ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წლის იანვარში გამოვა