ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი, ოზი ოსბორნი ორ გამოსამშვიდობებელ შოუს გამართავს. შოუები ოსბორნის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში გაიმართება.
„ოზის კვლავ არაჩვეულებრივი ხმა აქვს და მშვენიერ ფორმაშია. ის კვლავ არაჩვეულებრივად ხუმრობს“, – აცხადებს ოზის მეუღლე, შერონი.
შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში ოსბორნმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ევროპული ტურნე გააუქმა. ის უკვე წლებია „პარკინსონის“ დაავადებას ებრძვის, მან ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ოპერაციაც გადაიტანა.
ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენაზე პირველად გამოჩნდა და ცეცხლი დაანთო