განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.
ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, მანდატურმა პირადი გასინჯვისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.
„როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისთვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ“, – განაცხადა შორენა ზედგინიძემ.