LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ჭერი ჩამოინგრა

225
174021-cover-b

ოზურგეთში ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, დიალეზის განყოფილების ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ცენტრში შვიდი პაციენტი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ბავშვთა სამკურნალო ცენტრის დირექტორი ამბობს, ჭერის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა წვიმამ გამოიწვია. ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებს.

ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობა 70 წელზე მეტისაა. შენობის შეკეთების სამუშაოები პერიოდულად ტარდებოდა, თუმცა მისი კაპიტალური რემონტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g