LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე – არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

201
არჩილ ყაზაიშვილი

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე – არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზაიშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.

პოპულალურები