ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.