LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

228
Capture

ოზურგეთში, 38 წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ოფიციალური ინფორმაციით, კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ბასრი საგნით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა.

„ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა? ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა” – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო, რას ამბობს მოკლულის ძმა

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

დაკავებული წარსულში, ოჯახური ძალადობისთვის, 2-ჯერ არის ნასამართლევი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ოზურგეთში, 38 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, ყოფილი მეუღლე დააკავეს

„წინა წელსაც, დაახლოებით, ამ დროს მიუვარდა, სასტიკად სცემა, სახელმწიფო შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სავალალო ფაქტამდე მიგვიყვანა“ – ოზურგეთში მოკლული ქალის მეზობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები