LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა წელსაც, დაახლოებით, ამ დროს მიუვარდა, სასტიკად სცემა, სახელმწიფო შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სავალალო ფაქტამდე მიგვიყვანა“ – ოზურგეთში მოკლული ქალის მეზობელი

247
Untitled design

ოზურგეთში დღეს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რატომ დაიწყო კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის

როგორც „ფორტუნასთან“ მოკლული ქალის მეზობელი ამბობს, ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერით იყო გაცემული, თუმცა მოკლულის მეზობლის ინფორმაციით, ორდერის მიუხედავად, მკვლელობაში ბრალდებული ქალზე მაინც ძალადობდა:

„ბოლო დროს,მოკლულ ქალს, სახელმწიფომ სხვადასხვა ადგილას უქირავა სახლი. ბოლო სახლი ის იყო, სადაც მოკლეს.

მანამდე სოფელში ცხოვრობდა, სადაც წინა წელსაც, დაახლოებით, ამ დროს მიუვარდა ყოფილი ქმარი და სასტიკად სცემა. მაშინ შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლა სახელმწიფო, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამან შედეგი ვერ გამოიღო და ამ სავალალო ფაქტამდე მიგვიყვანა.

ქალს ჰყავდა 3 შვილი, ერთი 4 წლის (რომელიც ბრალდებულისგან ჰყავდა, ბავშვი უშუალოდ ფაქტს შეესწრო) და კიდევ ორი შვილი – მე-11 და მე-8 კლასელები – ისინი პირველი მეუღლისგან ჰყავდა.

ამ ქუჩაზე, ბოლო რამდენიმე თვეა ცხოვრობენ. არც ისე დიდი ხანია. კონფლიქტის მიზეზი მკვლელის მხრიდან, შერიგების თხოვნები იყო, რაზედაც მოკლული არ თანხმდებოდა”, – ამბობს მოკლული ქალის მეზობელი „ფორტუნასთან“ და აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში, ქალი სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით მიმართავდა და ამის შესახებ საზოგადოებამაც იცოდა.

შეგახსენებთ, ოზურგეთში მკვლელობა დღეს მოხდა. 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა? ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა” – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო, რას ამბობს მოკლულის ძმა

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები