LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა? ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა” – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო, რას ამბობს მოკლულის ძმა

2511
მკვლელობა ოზურგეთში

ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. ყოფილმა ქალმა ყოფილი ცოლი მოკლა. ქალი ნაქირავებ ბინაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ტრაგედია სწორედ ამ სახლში მოხდა. მკვლელობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ე.წ. “შტირითაა” მოკლული.

როგორც ირკვევა, ქალს პოლიციისთვის ხშირად მიუმართავს.

„უკვე მესამეჯერ იყო უკვე წამოსული ოჯახიდან. ახლაც შერიგება უნდოდაო. ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა?  შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა“. – ამბობს მედიასთან საუბარში მოკლული ქალის ძმა.

ირკვევა, რომ კაცი მსხვერპლს ოთახში დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ დროისათვის დამნაშავე უკვე დაკავებულია. ტრაგედიის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რატომ დაიწყო კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის

მკვლელობა ოზურგეთში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g