LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მშენებარე კორპუსზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

134
შსს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა.

კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავებული პირი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“, „პირველი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები