იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი ამბები“ ავრცელებს.
„მთავარი ამბების“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
