LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რატომ დაიწყო კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის

1286
ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მკვლელობა ოზურგეთში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი შვილებთან ერთად აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.

ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევამდე ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მივიდა.

თავდაპირველად მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება.

„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები