პოლიციამ გურიაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს – ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობა ოზურგეთში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
„პოლიციამ ბრალდებული, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.