ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში ყელის არეში დაზიანებებით იპოვეს.
„ფორტუნას“ ოზურგეთის კლინიკა „მედალფა“-ში განუცხადეს, რომ ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.