LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება

143

გურიაში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკის გახსნა იგეგმება. ამის თაობაზე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პაკისტანელ ინვესტორ შ.პ.ს „მალიკ ტექსტილის“ დირექტორს ამჯად მალიკს შეხვდა.

როგორც “ფორტუნას” გურიის მხარის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, დაახლოებით, 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუბერნატორმა ინვესტორს გურიის საინვესტიციო გარემო გააცნო, სამკერვალო სფეროში მდიდარი წარსულის გამოცდილების შესახებ ესაუბრა და ქალაქ ოზურგეთში არსებული ობიექტები დაათვალიერებინა, სადაც ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა უნდა აშენდეს.

„მინდა გამოვყო ის სამი პრიორიტეტი, რომელიც მე, როგორც მხარის ხელმძღვანელს გამაჩნია, ესენია – ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტორისთვის მაქსიმალურად ხელისშეწყობა და რაც მთავარია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა. კომპანია მალიკ ტექსტილს, სამკერვალო სფეროში მოღვაწეობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს და ქართულ ბაზარზე შ.პ.ს ზოჰას სახელით ოპერირებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საუბარია დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიციასა და პირველ ეტაპზე 300 – მდე ადამიანის დაასაქმებაზე. ჩვენ, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში აღნიშნულ კომპანიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – განაცხადა გია სალუქვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „მალიკ ტექსტილის“ წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ გველებიანი და ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g