LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

153
unnamed

ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის შემთხვევები ამჯერად სოფელ ბახვში​ დადასტურდა.

ეპიდემიოლოგები სამივე ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

„ამ დროისათვის ოზურგეთში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა. ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და ხვალ მოხდება მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g