ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
პოლიციელი მიხეილ ქუთათელაძე 126-ე პირველი პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
გარდა ამისა, როგორც ტვ „პირველთან“ საუბრისას დაზარალებული ქალის მამამ განაცხადა, პოლიციელმა კონფლიქტის დროს იარაღიც გამოიყენა.
„დაკავებულია და ზის, ბატონო. მიუსჯიან. ვინ დაჭრილი, რა დაჭრილი? ჰაერში უსვრია, ასე გავიგე მე. საკუთარი, მისი ტაბელური იარაღი ჰქონდა, – განაცხადა დაკავებული პოლიციელის მამამ.