LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: “ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ როგორც ნიკო გომელაური იტყოდა, ჩვენ ქალაქში ყველაფერი მოსულა”

147
BeFunky-collage (24)

ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ ბურჭულაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ჩვენი ქვეყანა ევროპულად, ვინც წინ გაუძღვა ჩვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი გასაჭირი.

მგონი არის ის მუხტი დღეს საქართველოში, რომ ჩვენ შევძლოთ დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი რამ ამ 9 წლის განმავლობაში.

არ ვიცი რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ აღვიდგინოთ ის, რაც იყო წინათ, მაგრამ მე მგონი, ჩვენ სწორ გზაზე ვართ ახლა.

მიშა სააკაშვილი თავისი საქციელით არის სწორედ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ყველა, რომ თავგანწირული ბრძოლა გვჭირდება…

მიშა არის დიდი პოლიტიკოსი, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს, რა დროს რა უნდა გააკეთოს.

მე ვერ ვეტყვი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს ან გააგრძელოს, ეს მისი გადასაწყვეტია.

ერთადერთი თხოვნა მექნება მე, რომ ის გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი გვჭირდება.

მიშა დღეს ჩვენ განსაკუთრებით ჯანმრთელი გვჭირდება…

ლექს-სენი სააკაშვილზე: “კაცმა თავის თავზე აიღო, მართლა თავის გაწირვასავით გამოდის, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ქვეყანა იხსნას…გმირობის სიმბოლო გახდა”

დღეს თუ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ხვალ იქნება უკვე გვიანი.

დღეს ისეთ სამყაროში შევედით, სადაც არაფერი აღარ ფასობს.

მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა ამას, რომ როგორც ნიკო გომელაური იტყოდა ხოლმე „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა“ , მართლა მოსულა უკვე ყველაფერი და ხალხს არაფერი აღარ უკვირს.

იქამდე დაიყვანა უკვე ჩვენი შეგნება ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაფერი აღარ გვიკვირს და თითქოს ხელი გვაქვს ჩაქნეული,“-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g