LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: „გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, ერთი მოსამართლე გამოჩნდა? მეორე, მესამე გამოჩნდება, ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ“

118
პაატა ბურჭულაძე

„გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანად გადახედა საქმეს და განაჩენი გამოიტანა. დღეს იმისთვის მოვედით, რათა სააპელაციო სასამართლოს ვუთხრათ, რომ მომხრეები ვართ სასამართლო სამართლიანი იყოს და არა მიკერძოებული“, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე მყოფმა ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

პაატა ბურჭულაძის თქმით, „ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ და სამართალი გაიმარჯვებს“.

„დღეს ჩანიშნული სხდომა ხვალ გადაუტანიათ, ხვალაც მოვალთ, ზეგაც და არ დავიღლებით. საქართველო ჩვენია, ერთი ქვეყანა გვაქვს. უკუსვლა იქნება, თუ დავიღალეთ და ჩავაბარეთ ივანიშვილს გაყალბებული არჩევნები. ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ. ერთი მოსამართლე გამოჩნდა? შემდეგ მეორე, მესამე გამოჩნდება. სამართალი გაიმარჯვებს. ყოველ ორშაბათს, საღამოობით ვიქნებით პარლამენტთან. ძალიან სწორია, რომ ხალხი არ დაიღალოს, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოისვენოს და ახლიდან შეუდგნენ აქციებს. შედეგი უნდა გამოვაღებინოთ.

თუ ივანიშვილს ეს გავუტარეთ, არჩევნები აზრს კარგავს, შემდეგ არჩევნებზე, შესაძლოა, ხალხი აღარც მივიდეს. ის კაცი გვეტყვის, სახლში იყავითო და ის დაგვიწერს ციფრებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

„კიდევ ერთი მოსამართლის რეაქცია: „სიმართლე სინათლეა“ – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა“ – ინგა გრიგოლია

ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g