„პაატა ბურჭულაძე საქართველოში 9 თებერვალს ჩამოვა და დაკითხვაზე გამოცხადდება,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ საოპერო მომღერლისა და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, განუცხადა.
პროკურატურა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავს. საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას.
ამასთან, პაატა ბურჭულაძის შვილის, ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, ბურჭულაძეს „თავად უნდა, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დაიხუროს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“.