LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: „სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“

577
Untitled design

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „POST TV“-ის წამყვანის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში აზიარებს შალვა რამიშვილის გადაცემიდან ამონარიდს, სადაც რამიშვილი ბურჭულაძეზე ამბობს: „ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში“.

პაატა ბურჭულაძე წერს, რომ შალვა რამიშვილს მოუწევს მტკიცებულებები წარმოადგინოს ბრალდებებზე.

„სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

 

სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი.

Posted by Paata Burchuladze on ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები