LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის კოალიციამ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

149

კოალიცია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

“სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატების სია დედაქალაქში ასეთია: მთაწმინდა #1 ოლქი ლადო კახაძე, ვაკის #2 ოლქი ზურაბ ჯაფარიძე, ნაძალადევის #18 ოლქი გიორგი რუხაძე, საბურთალოს #6 ოლქი მამუკა კაციტაძე, კრწნისის #7 ოლქი სოფიო გიორგაძე, ჩუღურეთი #14 ოლქი ნათია კალაძე, სამგორის #11-ე ლევან ხაბეიშვილი, დიდუბე #16 -ე მანანა ნაჭყებია, ისან-ვაზისუბნის #8 ოლქი სერგო ჩიხლაძე, დიდუბის #15 – ირაკლი ღლონტი, ისნის #10 თეონა ჭალიძე, საბურთალოს #4 ოლქი ტატო ჯანაშია, ვაკის #3 ოლქი გია ბეზარიშვილი, ნაძალადევის #19-ე გოგიტა ეგრისელაშვილი, გლდანის #22-ე ლევან ცხადაძე, ისნის #9-ე ოლქი ედგარ ბარსეგიანი, საბურთალოს #5-ე ოლქი ლევან ჩოლოყაშვილი, სამგორი #12-ე ლევან იოსავა, სამგორის #13-ე მარინა ბეკურაული, ნაძალადევის #17-ე დავით ნიშნიანიძე.

პაატა ბურჭულაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვისაც წარადგინა კანდიდატები: კრწანისი – ბახრან მუსაევი, ვაზისუბანი – გიორგი ფოფორაძე და გლდანი ნანა ტოხვაძე.

magti 5g