პაატა გულიაშვილი ჟურნალ „გზის“ შეკითხვას პასუხობს იმ კომპლექსის შესახებ, რომლის დაძლევაც მოახერხა:
„ალბათ, ასეთი ბევრია… თეატრალურ ინსტიტუტში 1996 წელს ჩავაბარე. მანამდე თბილისში არასდროს ვყოფილვარ. ჰოდა, ქუჩის სახელწოდებები არ ვიცოდი. ძალიან დაძაბული ვიყავი… მთელ ჯგუფში რეგიონიდან მარტო მე გახლდით. გარკვეული პერიოდი ამას განვიცდიდი… წვრილმანი კომპლექსები ყველას აქვს, მათ შორის – მეც. „არტისტული თავისუფლებები“ მოგონილი ამბავია, რა… მაგალითად, გეტყვით, რომ ბავშვობაში ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით – ფეხსაცმელები არ გვქონდა. ახლა ინტენსიურად, გიჟივით ვყიდულობ და ბევრი წყვილი მაქვს. ბავშვობის დროინდელმა ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, კომპლექსი დამიტოვა…“