პაატა იმნაძის ქალიშვილს, ტატა იმნაძეს, რომელიც გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მეორე დოზით აიცრა, შვილი შეეძინა.
„ახლა მაინც გჯერათ, ხალხო?! ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ტატა Instagram-ზე.
მანამდე კი, მას შემდეგ, რაც ფეხმძიმე ტატა იმნაძემ „ფაიზერის“ პირველი დოზა გააიკეთა, მის ამ ქმედებას საზოგადოებაში სკეპტიკური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ Instagram-გამომწერებისთვის პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეეთავაზებინა ვაქცინაციის პროცესი.
ამსახველი ვიდეო, ლიზი იმნაძემ საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ეხუტება და ულოცავს პაატას შვილიშვილის დაბადებას.
ტატამ მეორე შვილს ილია დაარქვა.