დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე “ფაიზერის” მეორე დოზით აიცრა.
საზოგადოებას საშუალება ჰქონდა აცრის პროცესისთვის პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი.
“ახლა მაინც გჯერათ, ხალხო?! ჯანმრთელობას გისურვებთ”-წერს ტატა საკუთარ ინსტაგრამზე.
როგორც ცნობილია, “ფაიზერის” პირველი დოზით აცრის შემდეგ, ტატამ სკეპტიკოსების მხრიდან უამრავი ნეგატიური კომენტარი მიიღო. წერდნენ იმასაც, რომ გოგონა ორსულად არ იყო.