LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმალი ავლესოთ ქართველებოს“ ავტორს მძიმე ოპერაციის შემდეგ მეგობარი შეიფარებს – რისთვის ეძებდა პანსიონატს თინათინ მღვდლიაშვილი

257
2025-05-28_12-35-27_064371

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ თინათინ მღვდიაშვილის ლექსებზე შეიქმნა ისეთი შესანიშნავი სიმღერები, როგორებიცაა „ხმალი ავლესოთ, ქართველებო“ და „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“.

თინათინ მღვდლიაშვილი:

გულის ოპერაციას ვიკეთებ. ისე გამფუჭებია გული, რომ ერთი ცოცხალი სისხლძარღვიც აღარ დამრჩა. შუნტირებას რომ ეძახიან, იმას მიკეთებენ… ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე და როგორც ჩანს, ნელ-ნელა შემიჭამა გული.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ჩემი ბინა, სადაც ვცხოვრობ, არის ავარიული, დანგრეული. ბინაში რომ ვერ შევდიოდი, გამგეობა ფულს მიხდის, რომ ბინა ვიქირავო. რაც პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც პანსიონატს ვეძებდი, ჩემმა მეგობარმა ყველა პანსიონატი მომატარა, მაგრამ ყველგან საშინელება დამხვდა. ოპერაციის შემდეგ ერთი თვით თავად შემიფარებს, მერე ალბათ, სხვა შემიფარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები