კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დაპაუზდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
“აშშ CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება. ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.