დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები მსოფლიო სტატისტიკაში აღწერილია. ამ კონტექსტში იმნაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს და მოუწოდებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.
„საბედნიეროდ რეინფიცირების შემთხვევები ბევრი არ არის, მაგრამ ასეთი შემთხვევები უკვე აღწერილია მსოფლიოში, რომ მეორეჯერ დაემართა ადამიანს კოვიდი. სხვათაშორის აღწერილია, რომ პირველად იოლად გადაიტანა და მეორედ ტრაგიკულად დასრულდა.
აქედან გამომდინარე ყველამ, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. ჯერ არის მონაცემები იმის შესახებ რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ გაზაფხულზე გადატანილებში იყო შემთხვევები.
იმნაძე: 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება
ჩვენც ვსწავლობთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც საქართველოში გვაქვს დაფიქსირებული. ჯერ საბოლოოდ დასკვნა არ გამოგვიტანია. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები ვისაც ვირუსი გადატანილი აქვთ და პირბადე უნდა ატარონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, რეინფიცირების შემთხვევებზე დღეს ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში 28 რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კონკრეტული რჩევებიც გასცა, თუ როგორ უნდა გაიძლიერონ ადამიანებმა იმუნიტეტი.
ვრცლად იხილეთ:
2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის პანდემიაზე კონტროლის დამყარებას შევძლებთ: „ბიოენტექის“ ხელმძღვანელი