LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეხით სიარული, ძილის მოწესრიგება, სიგარეტზე თავის დანებება და სწორი კვება” – როგორ გაიძლიერონ იმუნური სისტემა კოვიდ-გადატანილებმა, კულუმბეგოვი გირჩევთ

441
BeFunky-collage (12)

როგორია კოვიდგადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა – ამ თემაზე იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თარიღები, თუ რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს მყარი იმუნიტეტი მერყეობს და სამედიცინო მტკიცებულებებით გამყარებელი ზუსტი ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის.

„ბოლო კვირებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, 6-8 თვე ყველაზე ოპტიმალურ ვადად ისახება თუმცა, დღეს მსოფლიოში 28 რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა. ამიტომ თითოეული ადამიანის იმუნური მდგომარეობა როგორი იქნება ამ ვირუსზე, ეს განსაზღვრავს პერსპექტივაში როგორი იქნება მახსოვრობა ამ ვირუსის მიმართ.

ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსი ადვილად გადაიტანა: ბიძინა კულუმბეგოვი

თვითონ იმუნური სისტემის პასუხის განსაზღვრა დღეს ძალიან რთულია, მაგრამ ანტისხეულებიც, რითაც პასუხობს ამ ვირუსს ჩვენი ორგანიზმი, ძალიან სხვადასხვანაირია. ამიტომ, ბევრი საკითხი კიდევ უფრო დასახვეწია. მთავარია, რომ რეინფიცირების შემთხვევები მასიურ სახეს არ ატარებს და ექსტრემალურად იშვიათია.“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კონკრეტული რჩევებიც გასცა, თუ როგორ უნდა გაიძლიერონ ადამიანებმა იმუნიტეტი.

“ეს ძალიან უცნაური ვირუსია. ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუსწავლელია. ასეთი ტიპის ვირუსი მეორე არ არსებობს დედამიწაზე.

მთავარი რაც შემიძლია გითხრათ, ყველაზე კარგი საშუალებაა ეს ინფექცია არ დაგვემართოს, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ეს თავსატეხი არ გავიჩინოთ. არ უნდა დავიშუროთ მაქსიმალური ძალისხმევა.

იმუნური სისტემის გაჯანსაღების უნივერსალური მეთოდი არ გვაქვს, მაგრამ იმუნიტეტს ძალიან უხდება ფიზიკური აქტივობა ყოველდღიური, თუნდაც ფეხით სიარული. ძალიან უხდება სწორი, ბალანსირებული კვება, ძილის მოწესრიგება, სიგარეტზე თავის დანებება და ალკოჰოლის ჭარბი არმოხმარება, ამას თუ გაითვალისწინებენ, დარწმუნებული ვარ, უდიდეს ნაწილს კორონაგადატანილ პაციენტებს იმუნური სისუსტე არ ემუქრება” – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g