ხვალ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ინფექციურ საავადმყოფოში დილის 9 საათზე, პირდაპირ ეთერში აიცრება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით პაატა იმნაძე იქნება პირველი, ვინც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი.
