LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ხაჩიძემ კორონავირუსი დაამარცხა

580
123574990-273427467384890-4515433126661758729-n

პაატა ხაჩიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ,,ქუჩის ბიჭების” წევრი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

,,უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც მომწერა , გულთან მიიტანა და გამოხატა გვერდში დგომა ამ დღეების მანძილზე, ძალიან ბევრმა მეგობარმა, ნათესავმა, უცხო ადამიანმა მომწერა და ყველას ვერ გიპასუხეთ ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის, უდიდესი მადლობა ექიმებს, ვინც პირველ დღეებში ჩემ გვერდით იყო და გამიწიეს დახმარება, უკვე გამოვჯამრთელდი და დავუბრუნდი ჩემს ოჯახს. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში რაც დაგვიცავს ეს არის პირბადე და დისტანცია, მე ეხლა უფრო ზედმიწევნით დავიცავ ყველა იმ რეგულაციას, რასაც ასე გულმოდგინედ გვეუბნებიან ჩვენი ექიმები. ყველას მინდა გისურვოთ გამოჯამრთელება”, – წერს პაატა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები