LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები „სკაიპით“ გაიზარდა – ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ“

155
პაატა მანჯგალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ – თაობები გაიზარდა „სკაიპით“, ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ“, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა – კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

აღნიშნულით მან მმართველი პარტიის მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა და თქვა, რომ „ქართული ოცნება” პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებაა”:

მდინარაძე: „ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა განვაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ – ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ“

„ნამდვილი ტრადიცია, ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები იზრდებოდნენ დედებთან და მამებთან ერთად. „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ.

შვილები დედებს მოსწყვიტოს. თაობები გაიზარდა „სკაიპით”. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა. ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ და შემდეგ სხვა საკითხები. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი, რატომ წავიდა საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე”. – განაცხადაპაატა მანჯგალაძემ.

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g