LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე: თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა

332
BeFunky-collage (2)

„მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ  წერილი განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითი არ არის.

„რაც შეეხება პატრიარქის წერილს, მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა. მისი თქმით, კარგია, რომ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა.

„სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა – ალასანია

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g