LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე – „პატრიოტთა ალიანსი” კი არა, „მოღალატეთა ალიანსი” არიან

85
1616414125-მანჯგალაძე

“ესენი „პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, “მოღალატეთა ალიანსი” არიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, “პატრიოტთა ალიანსი”, “ალტ-ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” “ქართული ოცნების” რადიკალური დაჯგუფებები არიან.

იაგო ხვიჩია: „პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მოსკოვში არის ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და “პატრიოტთა ალიანსს” ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს

“პატრიოტთა ალიანსს” რაც შეეხება, მას შემდეგ რაც ბუჩას ტრაგედია ვნახეთ, როცა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, სჩადიან ომის დანაშაულებს, იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს. ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი და ასე მოვიხსენიოთ სხვა დროს ეს ადამიანები. მათი მოსკოვში ვიზიტები უნდა განვიხილოთ შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო შაჰ-აბასთან ქართული დელეგაცია. მსგავსი უმსგავსობა და უზნეობაა “პატრიოტთა ალიანსი” დღეს რასაც აკეთებს. პირდაპირ გეტყვით, “პატრიოტთა ალიანსი” და “ალტ- ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება “ქართული ოცნების”, რომ რასაც თავად ვერ ბედავს დასავლეთის შიშით, გაუკეთონ ჯგუფებმა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში შეხვედრებს მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g