პაატა შამუგიამ „იმედი“ მცირე ხნის წინ დატოვა. მიზეზი ამავე ტელეარხზე ნიკა ლალიაშვილის მიერ მომზადებული ფილმი გახდა სახელწოდებით „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“.
„იმედის“ დატოვების შემდეგ ერთ-ერთ საიტზე მან საკუთარი დამსაქმებლის ვაკანსია გამოაცხადა.
გთავაზობთ ამ სახალისო ტექსტს:
პაატა შამუგიას დამსაქმებლის ვაკანსია
ვაცხადებ ვაკანსიას დამატებით სამსახურში ჩემს დამქირავებელზე (ნახევარი განაკვეთი).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- იყოს ასატანად კეთილსინდისიერი;
- გადამიხადოს აუტანლად ღირსეულად;
- შემიქმნას მუშაობისთვის სასიამოვნო გარემო.
მოთხოვნები
- დამსაქმებელს ევალება, იყოს კომუნიკაბელური, ფლობდეს ნერვებს და სტრესულ სიტუაციებში გაღიმების უნარს;
- უნდა ჰქონდეს დამქირავებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
- დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი შრომის პატივისცემისა და ხელფასის დროულად გაცემის უნარი;
- დამსაქმებელს უპირატესობად ჩაეთვლება პოეზიისა და აჭარული ხაჭაპურის მინიმალურ დონეზე სიყვარული.
CV გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ვაკანსიის საჭირო მონაცემები
საგანმანათლებლო ხარისხი: დიპლომირებული
სპეციალისტისამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
სამუშაო გამოცდილება: 5 წელზე მეტი
ვაკანსიის მაძიებლის სქესი: ნებისმიერი
ვაკანსიის დეტალური მისამართი: თბილისი