LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაბლო ესკობარის ყვითელი Porsche აუქციონზე იყიდება

198
ipiccy-image

პაბლო ესკობარის ყვითელი Porsche აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ვებგვერდი Archyde აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ ლოტის საწყისი ფასი 2,2 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი, რომელიც ცნობილ ნარკობარონს ეკუთვნოდა, გასაყიდად Atlantis Motor Group-ის აუქციონზე გამოვა.

საუბარია 1974 წელს გამოშვებულ ყვითელი ფერის Porsche 911 RSR-ზე. ეს უკანაძრავიანი გერმანული სპორტული ავტომობილი 1974 წლის „ჩემპიონთა რბოლისთვის“ შეიქმნა. მას ფორმულა 1-ს პილოტი ემერსონ ფიტიპალდი მართავდა. როცა ავტომობილმა თავისი საქმე დაასრულა, ის ავტოსპორტის ბიზნესის მაგნატმა როჯერ პენსკმა იყიდა. 1970-იანებში ავტომობილი კოლუმბიაში აღმოჩნდა. იქ კი მისი მფლობელი პაბლო ესკობარი გახდა.  1993 წელს ესკობარის გარდაცვალების შემდეგ, ეს ავტომობილი უბრალოდ ინახებოდა. 2000-იანებში კი ამერიკაში დაბრუნდა, სადაც მას ძველი, ფიტიპალდის დროინდელი შეხედულება დაუბრუნეს.

ცნობისთვის, ავტომობილის 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 280 ცხენის ძალას და 292ნმ-ს გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g