შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც 1 იანვარს პიროტექნიკა აუფეთქდა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს მხნედ გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს – არ გამოიყენონ პიროტექნიკა:
„სალამი ყველას, ძვირფასებო, დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემს მიმართ სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ.
ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოირვერკები, მაშხალები სოლისტები. ძაან ცუდი ხარისხის არის შემოსული, პალატაში 3 სული ვწევართ ერთნაირად დაზიანებული, ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ. #არაპიროტექნიკას“, – წერს გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში.