პიროტექნიკის შედეგად თბილისში ახალი წლის ღამეს, მუხიანში მდებარე კორპუსში მოქალაქე მაია ყუფარაძის სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც მაია ყუფარაძე ამბობს, მხოლოდ ძაღლების გადარჩენა შეძლო.
ხანძარი თავდაპირველად აივანზე შემოვარდნილი პიროტექნიკით გაჩნდა, შემდეგ კი მთელს ბინაში გავრცელდა.
დამეწვა სახლი
Posted by Boni-maia Kuparadze on Saturday, 31 December 2022
ხანძრის ამსახველი ვიდეო მაია ყუფარაძემ თავად გაავრცელა. ის მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.
„მერიდება ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა ჩემს მდგომარეობაში და ამას თუ როდისმე დავწერდი არ მეგონა, პირადში უამრავი ადამიანი მთავაზობს დახმარებას, მე არ მაქვს საბუთები დაიწვა ყველაფერი და ამიტომ ჩემი მეგობრის პირადობას დავწერ და თუნდაც თითო ლარი ჩარიცხოთ, ჩემთვის ამ ეტაპზე დიდი დახმარება იქნება, მადლობა ყველას და მაპატიეთ შეწუხებისთვის (მეტირება) მიმღები მაია ბარბაქაძე პ/ნ 18001008649 თიბისი ან საქართველოს ბანკი“, – წერს მაია ყუფარაძე.
„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე
დღეს, განსაკუთრებით თბილისში, შენობები, კორპუსები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ფანჯრიდან გასროლილი პიროტექნიკა შეიძლება სხვისთვისაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს.
ახალი წლის ღამეს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე წერს და მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს პეტრე კოლხი.
„გთხოვთ, გავერთიანდეთ!..
ეს წამია დავბრუნდი წმინდა მიწიდან…
ჩემ მაიას ახალი წლის ღამეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს… ქუჩიდან შევარდნილმა შაშხანამ ფერფლად უქცია მთელი სახლი… მადლობა ღმერთს, თავად ორ ცუგასთან ერთად უვნებელი გადარჩა… ახლა ჩვენ ერთ-ერთ მრევლს აფარებს თავს… ვერაფრის აღება ვერ მოასწრო… დღეს პრაქტიკულად ქუჩაში დარჩა… კომენტარში დავდებ ფონდის ანგარიშს, მისთვის ყოველ ლარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს… გთხოვთ, რამე ვიღონოთ… ღმერთმა სიხარულის დღეები გაგიმრავლოთ!..
გთხოვთ, გავერთიანდეთ!..
ეს წამია დავბრუნდი წმინდა მიწიდან…
ჩემ მაიას ახალი წლის ღამეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს……Posted by Petre Kolxi on Sunday, 1 January 2023
GE55BG0000000756448500
ფონდი მოწყალე სამარიტელი“