LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიროტექნიკა სათამაშო და გასართობი არ არის, ვიყოთ ფრთხილად! წელს უკვე 25 ადამიანი დაშავდა“ – გუგა ქაშიბაძე საზოგადოებას მიმართავს

241
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-30T123909.371

2022 წელს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

მისი თქმით, ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პიროტექნიკის გამოყენება იციან, თუმცა ყველაფერი, სხეულის დაზიანებით მთავრდება.

„პიროტექნიკა სათამაშო და გასართობი არ არის. სულ რომ სწორად გამოიყენო, მაინც გარკვეული რისკის შემცველია, ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. მით უფრო ბავშვები განსაკუთრებით მოვარიდოთ ასაფეთქებელ შუშხუნებსა და მაშხალებს. ვიყოთ ფრთხილად! მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას სიფრთხილისკენ.

წელს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. საბედნიეროდ სერიოზული დაზიანებები არ იყო. ამბულატორიული პაციენტები იყვნენ, უმნიშვნელო დამწვრობებით“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ „ფორტუნასთან“.

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g