LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონმა C ჰეპატიტი დაამარცხა

58

ცნობილმა ქერათმიანმა ლამაზმანმა პამელა ანდერსონმა თაყვანისმცემლებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა. „ახლახანს გავიგე, რომ ჯანმრთელი ვარ. ვლოცულობ მათთვის, ვინც С ჰეპატიტით ცხოვრობს. იმედი მაქვს, რომ ყველა შეძლებს ამ დაავადებასთან მკურნალობას. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ნუ დაკარგავთ იმედს. ის მოქმედებს“ – დაწერა პამელამ.

იმის შესახებ, რომ „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავს აღნიშნული დაავადება ჰქონდა, ცნობილი მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა. „ენდი კოენის შოუში“ მან თავად განაცხადა, რომ ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც მისი განკურნების 98%-იან გარანტიას იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები