რუსეთში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სადაც ველური ბუნების დაცვის პრობლემები განიხილებოდა, პამელა ანდერსონმა უსურიის დატბორილი ზოოპარკიდან გადარჩენილი ლომი სახელად გრეიც მოინახულა. გრეი, რომელიც სამი დღე დატბორილ ზოოპარკში, თავის გალიაში იმყოფებოდა, სამაშველო სამსახურმა ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.