სექსსიმბოლოდ აღიარებული პამელა ანდერსონი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ახლახან მისი მონაწილეობით ვიდეო ქართველმა დიზაინერმა, გიორგი ქებურიამ გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელ მსახიობს გიორგის დიზაინით შექმნილი წვრილი სათვალე უკეთია და კამერის წინ პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქებურიას სათვალეები პარიზში, „ლა ფაიეტში“ იყიდება, ასევე სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით. ამ სტილის სათვალემ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა რამდენიმე ფერში გააკეთა, სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემის ფურცლები მოიარა და უკეთიათ კორტნი კარდაშიანს, რიანას და სხვა ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავებს.