LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Panasonic-მა სმარტფონისა და ციფრული კამერის ჰიბრიდი შექმნა

50

Panasonic-მა ახალი მოწყობილობა Lumix DMC წარმოადგინა, რომელიც ციფრული კამერისა და სმარტფონის ფუნქციებს ითავსებს. მოწყობილობა Lumix DMC-CM1-ის ერთგვარი „შთამომავალია“, რომელიც მარკამ 2 წლის წინ გამოუშვა და ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს.

გაჯეტს სიმ-ბარათის სლოტი და მეოთხე თაობის მხარდამჭერი მოდემი აქვს. ფოტოების ხარისხზე პასუხისმგებელი კი 21 მეგაპიქსელიანი კამერაა, რომლის მოდულსაც Leica-ს ობიექტივი აქვს, 4-ჯერადი ოპტიკური ზუმით.

რაც შეეხება ტელეფონის ფუნქციებს, სიახლეს 4,7 დიუიმიანი ეკრანი, 2 გიგაბაიტიანი მეხსიერების და 16 გიგაბაიტიანი ფლეშ-ბარათი აქვს. სიახლის გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება.

i_8d5e21b7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები