პანდემია დამარცხებისაგან შორსაა, – ამიშ შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
გებრეიუსუსის განცხადებით, კოვიდეპიდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია.
“მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტი აქვს პანდემიის დასასრულებლად, თუმცა საჭიროა მათი სათანადოდ გამოყენება” – აცხადებს ჯანმოს დირექტორი
როგორც გებრეიუსუსი აცხადებს, მაშინ როდესაც კვირაში 50 000 ადამიანი იღუპება და პანდემიის დასამარცხებელ ინსტრუმენტებსა და საშუალებებს საზოგადოება არ იყენებს, პანდემია დასრულებისაგან ისევ შორსაა.
მან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის 40% უკვე აცრეს, მოუწოდა ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.
“არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით.” – აცხადებს ჯანმოს ლიდერი
„ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ არ იმოქმედებს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად,“ – აღნიშნა ტედროს ადანომ გერეისუსმა.